გაცნობებთ, რომ დაიწყო მიღება სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის მეორე ნაკადის საწყისი საფეხურის პირველ 4 დღიან ტრენინგ-მოდულზე.
სწავლების ენა: ინგლისური, ქართული სინქრონული თარგმანით.
საწყისი საფეხურის პირველი 4 დღიანი ტრენინგ-მოდულის სრულდღიანი სესიები ჩატარდება ონლაინ ზუმის ფორმატში შემდეგ თარიღებში: 8,9,10,11 იანვარი 2027 - ონლაინ
რეგისტრირებული მონაწილეები ზუმის ბმულს მიიღებენ მეილზე
საწყისი საფეხურის პირველი 4 დღიანი ტრენინგ-მოდულის თემატიკა:
• ტრენინგის ძირითადი წესები და ორიენტაცია
• მოთხოვნების მიმოხილვა
• გაცნობა და ასისტენტების როლი
• განმარტებები და Somatic Experiencing®(SE™) ლექსიკონი - ტრავმა, აქტივაცია, თვითრეგულაცია, მედეგობის დიაპაზონი
• რა ხდის სომატურ გამოცდილებას(SE™) უნიკალურს
• როგორ ხვდებით, როდის ხართ აქტივირებული - მაგალითები
• თვითრეგულაციის გზები
• რა აღიქმება ტრავმულად
. სათანადო კითხვების დასმის მნიშვნელობა შინაგანი ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად
• წამახალისებელი ენის მიმოხილვა
• ავტონომიური ნერვული სისტემის (ANS) მიმოხილვა
• შეგრძნებებთან მუშაობა
• სომატურო გამოცდილების (SE™) პრინციპების მიმოხილვა
• საწყისი პირობები, ტიტრაცია, რესურსები, SIBAM
ტრენერი: მარიანა ბოკუზი რაიმუნდო
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის პირველი მოდულის 4-დღიანი ტრენინგის საფასურია 890 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. (შესაძლებელია სწავლის საფასურის გადახდის რამოდენიმე ვარიანტი).
2026 წლის 1 დეკემბრამდე რეგისტრაციისა და სრულად გადახდის შემთხვევაში, ადრეული გადახდის (early bird) ფასდაკლება 840 აშშ დოლარია.
საყურადღებოა, რომ საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე მონაწილეებისთვის სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის პირველი 4 დღიანი ტრენინგ-მოდულის საფასურია 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. (შესაძლებელია, სწავლის საფასურის გადახდის რამოდენიმე ვარიანტი).
* საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე მონაწილეებისთვის 2026 წლის 1 დეკემბრამდე რეგისტრაციისა და სრულად გადახდის შემთხვევაში, ადრეული გადახდის (early bird) ფასდაკლება 700 აშშ დოლარია.
სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის საწყისი საფეხურის პირველ 4 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
SE training program, Module I, Beginning Level - Google Forms
პროგრამის საწყისი საფეხურის პირველ 4 დღიან ტრენინგ-მოდულზე რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი, რაც შედის სწავლის საფასურში.
რეგისტრაცია სრულდება 2026 წლის 25 დეკემბერს!
სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV/რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე:
რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები და გასაუბრებები, რის საფუძველზეც მოხდება შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.
ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ
პროგრამა შექმნილია სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტის ორგანიზებით.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს სომატური გამოცდილების (SE™) მიდგომით ტრავმასთან მუშაობის სიღრმისეული შესწავლისა და, საკუთარი პროფესიული საქმიანობის უფლებამოსილების ფარგლებში, პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
სომატური გამოცდილების (Somatic Experiencing®, SE™) პროფესიული სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, სამუშაოს დემონსტრაციებსა და ჯგუფებში სტუდენტების პრაქტიკული მუშაობის სესიებს პროფესიონალი ასისტენტების დახმარებით. კურსი შედგება 8 ტრენინგ-მოდულისგან და სწავლება განხორციელდება 3 წლის განმავლობაში. სასწავლო პროგრამის საწყისი და შუალედური წლები მოიცავს სამ 4 დღიან მოდულს, უმაღლესი საფეხური, კი შედგება ორი 6 დღიანი მოდულისგან. სასწავლო მოდულები ჩატარდება თანმიმდევრობით სამ საფეხურად: საწყისი, შუალედური, უმაღლესი.
სამწლიანი პროგრამის გარდა, ტრენინგის მონაწილემ დამატებით უნდა გაიაროს ინდივიდუალური თერაპიის 12 და ჯგუფური კონსულტაციის 18 საათი იმისათვის, რომ გახდეს სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს, სოციალურ მუშაკებს, მასწავლებლებს, სპეც. პედაგოგებს, ნებისმიერი სპეციალობის წარმომადგენლებს, ვისაც ადამიანებთან მუშაობა უწევთ.
პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.
პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ სომატური გამოცდილების საერთაშოროსო ორგანიზაციის (SE™ International) მიერ სერტიფიცირებული სომატური გამოცდილების პრაქტიკოსები (SEP).
